Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ემზარ ახსიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა პოლიტექნიკურ ტექნიკუმში. 1987 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახური ავღანეთში მოიხადა. ავღანეთიდან საპატიო სიგელებითა და მედლებით დაბრუნდა. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში პოლიციელად, საბურთალოს რაიონის უბნის ინსპექტორად. შემდეგ მიავლინეს კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში, სპეციალურ ჯგუფში, ჯერ უმცროს ინსპექტორად, შემდეგ კი ინსპექტორის თანამდებობაზე. პარალელურად მონაწილეობდა სამაჩაბლოს კონფლიქტში. შემდეგ აფხაზეთის კონფლიქტი დაიწყო და იქაც წავიდა. 1993 წლის 25 სექტემბერს საომარი მოქმედებების დროს ემზარ ახსიაშვილი ნაღმტყორცნის ჭურვის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. პოლიციის ლეიტენანტი. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.62-63 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |