The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ბაბლიძე

თეიმურაზ ბაბლიძე
დაბადების თარიღი:1969
გარდაცვ. თარიღი:2 ოქტომბერი, 1992  (23 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ჯაფარეულის სასაფლაო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი.
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯაფარეული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი.

1984 წლიდან სწავლობდა თბილისის №32 პროფტექნიკურ სასწავლებელში (სპეციალობა-ხარატი). 1987 წელს მუშაობა დაიწყო  თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში, თავისი სპეციალობით. 1987-1989 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში უკრაინაში. 1989 წლიდან მუშაობდა ხარაგაულის №1 საშუალო სკოლაში დარაჯად. 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრაში დაიკარგა უგზო-უკვლოდ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იან წლებში შეიარაღებული მოქმედებების დროს აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი თეიმურაზ ბაბლიძე 2024 წლის 6 აგვისტოს გადმოასვენეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.63; საინფორმაციო პორტალი: interpressnews.ge


გააზიარე: