შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა მამინაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1950 წელს. 1943–4194წწ. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1953–1956წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტსში და 1961–1965წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ახლანდელი სტუ); 1957–1960წწ. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას მოსკოვში; 1960–1964წწ. იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1964–1990წწ. ქალაქგეგმარების განყოფილების გამგე; მონაწილეობდა არქიტექტურის კონკურსებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსი (1964), სადგურის მოედანი თბილისში (1965), თბილისის ცენტრი (1972, მესამე პრემია); ნამუშევრები: საცხოვრებელი რაიონი "დიღომი" (1962), სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსი (1970), საცხოვრებელი მიკრორაიონი, "ბაგების" განაშენიანება (1972, სამივე თბილისი); რთულ რელიეფზე მაღალ და დაბალსართულიანი სახლების განაშენიანების ტექნიკური პროექტი (1972), 120-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ბაგებში (1977, თბილისი) და სხვ. ავტორია სამეცნიერო სტატიებისა არქიტექტურის დარგში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.494 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |