შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ დიდებულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩაილური, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1987 წელს. მუშაობა დაიწყო საგარეჯოს სატყეო მეურნეობის, მანავის სატყეო უბანში მუშად; მუშის თანამდებობიდან გადავიდა დარაჯის თანამდებობაზე; იმუშავა ტყის მცველად; სატყეო უფროსის თანაშემწედ; ტექნიკოსად გიორგიწმინდის სატყეო უბანში; საქართველოს სატყეო მეურნეობების, ტექნიკური მომარაგების სამმართველოში მთავარ საქონელმცოდნედ; 1995 წელს საგარეჯოს სატყეო მეურნეობაში მუშაობის დროს, გადაიყვანეს კაკაბეთის სატყეოს უფროსად. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.37
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |