შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ბანძელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაჯითი, საჩხერის რაიონი. 1973 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 1975 წელს, დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მაღაროში. 1977-1983 წლებში იმყოფებოდა ვოლგა-დონის მშენებლობაზე. 1992 წლის 27 დეკემბერს, როგორც რეზერვისტი გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს თემურ ბანძელაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში, მონაწილეობდა არაერთ რთულ და საპასუხისმგებლო საბრძოლო ოპერაციაში. დაიღუპა 1993 წლის 1 აპრილს შუქურას რაიონში მიმდინარე ბრძოლის დროს. სწრაფი რეაგირების კორპუსის სერჟანტი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.67 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |