შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ბარნოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1986-1988 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. დემობილიზაციის შემდეგ, 1988 წლის 14 ივლისიდან მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში-მთავრობის დაცვაში, თბილისის ყოფილი ორჯონიკიძის რაიონის შსს რაიონულ განყოფილებაში. 1990 წლის პირველი სექტემბრიდან 1991 წლის 10 ოქტომბრამდე სწავლობდა შსს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტზე. 1991 წლის 11 სექტემბრიდან გარდაცვალებამდე მსახურობდა პოლიციელად თბილისის შსს წყალმომარაგებათა ნაგებობების დაცვის პოლიციის ლეგიონში. 1992 წლის აგვისტოში პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივლინებულ იქნა აფხაზეთის რეგიონში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. 1992 წლის 25 აგვისტოს სოხუმის რაიონში, აგუძერასთან, საბრძოლო მოქმედებების დროს ირაკლი ბარნოვმა მძიმე ტრავმა მიიღო, მიუხედავად მრავალი ქირურგიული საოპერაციო ჩარევისა, ირაკლი ბარნოვი 1993 წლის 31 იანვარს მძიმე პერიტონიტის შედეგად გარდაიცვალა. ირაკლი ბარნოვის სახელი ამოტვიფრულია შსს თბილისის დიღმის სამმართველოს მემორიალურ დაფაზე. პოლიციის ლეიტენანტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.68
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |