შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი დათუნაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი, სატყეო მეურნეობის ინჟინრის სპეციალობით 1972 წელს. 1972-1982წწ. მუშაობდა საკავშირო გაერთიანება "ტყეპროექტი"-ს ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმოში; 1982 წლიდან ხე-ტყის და ხის გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროში უფროს ინჟინრად; 1985 წლიდან იმავე სამინისტროს სასკოლო ინვენტარის ფაბრიკაში სატყეო პუნქტის უფროსად; 1987-1992წწ. მუშაობდა ამავე ფაბრიკის გასაღების განყოფილების უფროსად; 1992 წლიდან სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტში სატყეო ინსპექციის მთავარ სპეციალისტად; სატყეო ინსპექციის უფროსის მოადგილედ; ტყის აღრიცხვისა და ტყითსარგებლობის სამმართველოს განყოფილების უფროსად; იყო სატყეო დეპარტამენტის ტყის მართვის სამსახურის უფროსი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.40
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |