Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ბაქრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დარკვეთი, ჭიათურის რაიონი. ნუგზარ ბაქრაძე 1978-1980 წლებში ჭიათურის სპორტსკოლაში ჭიდაობის სექციაში ვარჯიშობდა. წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა შეჯიბრებაზე. მუშაობდა ახალი დარკვეთის მაღაროზე რკინიგზელის დამხმარედ. 1981 წლის 1 სექტემბრიდან სწავლა განაგრძო მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, დემობილიზაციის შემდეგ კვლავ სწავლას დაუბრუნდა, პარალელურად მუშაობდა თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, გაერთიანება "თელასში". 1985 წელს დაამთავრა სასწავლებელი. 1990 წელს მუშაობა დაიწყო ჭიათურის კომისარიატში. 1991 წელს, მას ასე ახასიათებდა სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველო: "კაპიტანი ნუგზარ ჯონდოს ძე ბაქრაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა მისი შექმნის დღიდანვე, ჯერ ეროვნულ გვარდიაში, ხოლო 1992 წლიდან დაინიშნა სამხედრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაურად. მისი მეთაურობით რაზმი იბრძოდა ჯერ სამაჩაბლოში, ხოლო აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან აფხაზეთში. ნუგზარ ბაქრაძემ თავის რაზმთან ერთად, არა ერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა: გაგრა, განთიადი, ლესელიძე, შრომა. დაიღუპა ოჩამჩირის რაიონ სოფელ ტამიშთან. სოფელ დარკვეთის სკოლას ქალაქ ჭიათურის გამგეობის გადაწყვეტილებით მიენიჭა ნუგზარ ბაქრაძის სახელი. კაპიტანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.69-70 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |