The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ბაღათურია

შოთა ბაღათურია
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1929
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1993  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

აფხაზეთის ომის დროს მამა-შვილი შოთა და ელგუჯა ბაღათურიები მოხალისეებად ჩაეწერნენ 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში რიგითებად. 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ თავისუფლებასთან გამართულ ბრძოლაში ელგუჯა ბაღათურია მძიმედ დაიჭრა ნაღმსატყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად და ჰოსპიტალში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შოთა ბაღათურია სოხუმის დაცემამდე იბრძოდა. დაიღუპა 27 სექტემბერს სოხუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე ბრძოლების დროს. დაკრძალულია იქვე, სოხუმში, მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.70-71

გააზიარე: