The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა ჩიტაიშვილი

გოჩა ჩიტაიშვილი
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1956
გარდაცვ. თარიღი:26 ოქტომბერი, 2024  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ მექანიკოსის კვალიფიკაციით 1978 წელს.

1978-1981წწ. ქ. თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანა, საკონსტრუქტორო ბიურო, ინჟინერ კონსტრუქტორი; 1981-1985წწ. ქ. თბილისის სახელმწიფო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო, საკონსტრუქტორო ბიურო, ინჟინერ კონსტრუქტორი; 1985-2007წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 2011-2013წწ. ქ. თბილისი, ბანკი "კონსტანტა",  საკონსტრუქტორო ბიურო, არქიტექტორი; 2013-2015წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 2016-2026წწ. საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. წლების განმავლობაში იყო მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრის გამგის მოადგილე, ასევე იყო საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იყო მრავალი სახელმძღვანელოს, მეთოდიკური მითითებების, სამეცნიერო სტატიის და მონოგრაფიის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2014), პროფესორი (2016).

სადისერტაციო თემა - "სივრცითი გეომეტრიული ამოცანების გადაწყვეტა AutoCAD-ის უახლესი ვერსიის გამოყენებით", დაიცვა 2014.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: