შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მანველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. 1853–1856წწ. ყირიმის, 1877–1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომების მონაწილე, 1738 წელს მისი წინაპრები, რომლებიც იყვნენ ვახტანგ VI-ის ამალის წევრები, დასახლდნენ უკრაინაში, სადაც ფლობდნენ სოფელ მანველოვკას. 1852 წელს დაინიშნა ფლიგელ-ადიუტანტად; 1864–1866წწ. მეთაურობდა ჩუგუევის ულანთა პოლკს; 1866 წელს ჩაირიცხა იმპერატორის ამალაში. 1866 წლიდან არის გენერალ-მაიორი; 1869–1871წწ. მეთაურობდა ლაიბგვარდიის ცხენოსანთა პოლკს და მე-8 საკავალერიო დივიზიას; 1876 წლიდან გენერალ-ლეიტენანტი. 1887 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და მუშაობა დაიწყო სამოქალაქო უწყებაში "ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის" სტატუსით. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით, მათ შორის: ოქროს იარაღი "მამაცობისთვის" (1878), ფილიპე დიდებულის I ხარისხის ჰესენის ორდენი (1874). რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი (1885). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.513 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |