შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი ბახტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კასპი. 1991 წელს დაამთავრა კასპის სკოლა-ინტერნატი და სწავლა განაგრძო ინდუსტრიულ ტექნიკუმში. 1993 წლის მაისში, გაიწვიეს ეროვნულ გვარდიაში. სამსახურს გადიოდა გომბორის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონში. დაიღუპა 1993 წლის 17 ივნისს სოფელ აძიუბჟასთან ერთ-ერთი შეტაკების დროს. კასპის მერიის გადაწყვეტილებით ბადრი ბახტაძის სახელი ეწოდა ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.72 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |