The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ბახტაძე

გურამ ბახტაძე
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1961
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1993  (32 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წებელდა, გულრიფშის რაიონი.

დაამთავრა ხონის  ტექნიკური  სასწავლებელი 1981 წელს.

აფხაზეთში  დაწყებული  საომარი   მოქმედებების  დროს  გურამ  ბახტაძე ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში რიგით  მებრძოლად. გურამ ბახტაძე  ქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მდინარე  გუმისთის მიმდებარედ. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს, მე-6 ბატალიონის მე-4 ასეულის პოზიციაზე, მდინარე გუმისთის  პირას, მტრის მიერ სოხუმზე განხორციელებული მტრის მორიგი შემოტევის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.72

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: