შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1976 წელს. 1976–1983წწ. მუშაობდა ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში (ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი) მეცნიერ თანამშრომლად. 1977–1979წწ. მივლინებული იყო ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში (მოსკოვი, ხელმძღვ. ა. შირიაევი), 1983 წლიდან მუშაობს ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 2008 წლიდან ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკის სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1998–2018წწ. იყო გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი. არის სამეცნიერო ნაშრომების და სახელმძღვანელოების ავტორი. მისი სამეცნიერო კვლევები ეხება შემთხვევითი პროცესების თეორიას, ოპტიმალური მართვისა და გაჩერების ამოცანებს, ფინანსებისა და სადაზღვევო მათემატიკის საკითხებს. ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას; სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა პირველი საერთო სამაგისტრო გამოცდა საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგამოცდო მოდელებისთვის შეფასების ალგორითმის შექმნასა (სასკოლო საატესტატო გამოცდებისათვის) და სკალირების მეთოდების შემუშავებაში (ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ / GAU Georgian American University: facebook.com; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.514
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |