The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ დათუაშვილი

ზურაბ დათუაშვილი
დაბადების თარიღი:1931  (94 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ლაგოდეხის საშუალო სკოლა 1950 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტი 1955 წელს.

1955 წლიდან მუშაობდა "ტყეპროექტში" ინჟინერ-ტაქსატორად; 1958 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სატყეო ინსტიტუტში, ჩამოაყალიბა და აღჭურვა ფოტოკინო ლაბორატორია, შექმნა უნიკალური ფოტო-კინო არქივი საქართველოს ბუნებაზე. გადაღებული აქვს მრავალი სამეცნიერო დოკუმენტური კინოფილმი საქართველოს ბუნებაზე და გარემოს დაცვაზე. 1961 წლიდან მუშაობდა ჟურნალ "საქართველოს ბუნების" ფოტო-კორესპოდენტად. მისი პერსონალური ფოტო-გამოფენები არაერთხელ მოეწყო ქ. თბილისში, ბელგრადში, რიგაში, ვილნიუსში, მინსკში და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.42

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო ფოტოხელოვანთა კავშირი, წევრი (1977-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: