The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესიკ ბელთაძე

ბესიკ ბელთაძე
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1976
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 1995  (19 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფიჩხიის სასაფლაო, ქუთაისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონის რიგითად. სოხუმს დაცემის შემდეგ კი ირიცხებოდა ქუთაისის სამხედრო პოლიციაში, ზუგდიდის სპეცდანიშნულების რაზმში. 1994 წლის 22 დეკემბერს ქალაქ გალის გამგეობის რეკომენდაციით დაინიშნა აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს რკინიგზის ობიექტების დაცვის მე-4 ათასეულის მე-2 ასეულის მეთაურის თანამდებობაზე "პოლიციის რიგითის" სპეციალური წოდების მინიჭებით. 1995 წლის იანვარში ბესიკ ბელთაძე მივლინებული იყო ქალაქ ზუგდიდში, სადაც იცავდა რკინიგზის ობიექტებს, მდინარე ენგურზე გამავალ სარკინიგზო ხიდს. 1995 წლის 6 სექტემბერს ერთ-ერთი შემოვლის დროს, იგი სასიკვდილოდ დაიჭრა გალის რაიონის სოფელ კოხორასთან. პოლიციელი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.77-78

გააზიარე: