The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხვიჩა ბენდელიანი

ხვიჩა ბენდელიანი
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1962
გარდაცვ. თარიღი:17 ოქტომბერი, 1992  (30 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ცაგერას სასაფლაო, ოჩამჩირის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცაგერა, ოჩამჩირის რაიონი.

ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე  ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. იცავდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერას საბრძოლო მონაკვეთებს. ასევე, იგი  იყო  ერთ-ერთი საიმედო მეომარი  ტამიშის, ცხენისწყლის, ლაბრის მიმართულებით განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში. 1992  წლის 17 ოქტომბერს, ბატალიონის მიერ, სოფელ ტამიშთან განხორციელებული შეტევითი ოპერაციის  დროს ხვიჩა ბენდელიანი ნაღმზე აფეთქდა და ადგილზე დაიღუპა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.78; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge


გააზიარე: