The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ბეჟუაშვილი

იოსებ ბეჟუაშვილი
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1965
გარდაცვ. თარიღი:30 მარტი, 1993  (28 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის რაიონი.

სწავლობდა თელავის პროფესიულ სასწავლებელში, სადაც მიიღო ამწყობ-ზეინკლის პროფესია. სავალდებულო სამხედრო სამსახური იაკუტიაში მოიხადა. შემდეგ მუშაობდა გურჯაანის მექანიკურ ქარხანაში, დეპოში, საკონსერვო ქარხანაში. 1992 წელს სამსახური დაიწყო სამხედრო კომენდატურაში, იბრძოდა აფხაზეთში. დაიღუპა 1993 წლის 30 მარტს სოფელ კინდღთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.79


გააზიარე: