შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა ბეროძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა მოსკოვის სამშენებლო ინსტიტუტი, რომლის დამთავრებისთანავე ასპირანტურაში ჩააბარა. აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს მამუკა ბეროძე ჩარიცხული იყო 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონის მესამე ასეულში, იყო მესამე ოცეულის მეთაური. დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ აჩადარის მიდამოებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედების დროს. აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის ზურაბ ბეროძის შვილი. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.83-85 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |