Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ფირყულაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა 2006 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2013 წელს. 2008 წლიდან შპს "გოდოლი - 2008" საპროექტოს კონსტრუქტორი, წამყვანი კონსტრუქტორი; 2010-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი, უფროსი მასწავლებელი; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის წარმოების და საშენი მასალების დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი 2012 წლიდან შპს "ლაინ კუბი" საპროექტოს მთავარი კონსტრუქტორი; 2013-2017წწ. სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" არქიტექტურული სამსახური, კონსტრუქტორი; 2018 წლიან შპს "ანაგის" სამშენებლო ჯგუფის წამყვანი კონსტრუქტორი; 2019 წლიდან შპს "ექსპერტიზას" აკრედიტირებული საექსპერტო, ინსპექტორი და ტექნიკური მენეჯერი; 2022 წლიდან შპს "დეკადერის" საპროექტოს ექსპერტი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და პროექტის ავტორი. ინჟინერიის აკადემიური დოქტორი (2013), პროფესორი (2013). სადისერტაციო თემა - "შენობა-ნაგებობების გადახურვის ახალი ტიპის წინასწარდაძაბული რეგულარული (სტრუქტურული) სივრცითი კონსტრუქციის გაანგარიშება და კონსტრუირება", დაიცვა 2013 წელს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |