The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ბეროძე

ზურაბ ბეროძე
Date of birth:1932
Date of death:1993  (at 61 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.

1958 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და გამოყენებითი მექანიკის კათედრაზე ჯერ უფროს ლაბორანტად, 1961 წლიდან იყო ასისტენტი, 1965 წლიდან კი უფროსი მასწავლებელი. 1965 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1969 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. 1970-იან წლებში ზ. ბეროძემ სოხუმის რაიონში შექმნა სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც მუშაობდა დარტყმის თეორიის საინჟინრო საკითხების შესწავლა-დამუშავებაზე. მისი კვლევების ინტერესს შეადგენდა სამშენებლო კონსტრუქციის ელემენტების გამოკვლევა სხვადასხვა დარტყმითი დატვირთვების პირობებში. იგი იყო რესპუბლიკური, საკავშირო, რეგიონული და საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მონაწილე. მისი კვლევებით დაინტერესებული იყო "ხარკოვავტომატპროექტი" და მოსკოვის სამშენებლო კონსტრუქციების ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. გამოქვეყნებული ჰქონდა მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1993 წელს. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-მექანიკოსი. დაიღუპა 1993 წელს აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, იბრძოდა 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონის შემადგენლობაში. აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის, მამუკა ბეროძის მამა.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.83-85; აფხაზეთის მეომართა კავშიორი: amk.ge

Bibliography


Share: