The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ მექანარიშვილი

თეიმურაზ მექანარიშვილი
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1977  (48 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ–მშენებელის კლასიფიკაციით 1998 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2000 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2006 წელს.

2003-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი,  ლაბორანტი; 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, მიწვეული სპეციალისტი ასოცირებული პროფესორი; 2007-2008წწ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი,  ტექნიკური პოლიტიკის და ახალი ტექნოლოგიების სამმართველო, მთავარი სპეციალისტი; 2008-2014წწ. ქ. თბილისის მერიის სახელმწიფო შპს "ლაბორატორია", პროექტების ანალიზის განყოფილება, მთავარი სპეციალისტი; 2009-2017წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,  სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, მიწვეული სპეციალისტი სრული პროფესორი, პროფესორი; 2014-2017წწ. ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია, პროექტების ანალიზის განყოფილება, მთავარი სპეციალისტი; 2017-2021წწ. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით კახეთის რეგიონში ბაკურციხე გურჯანიის შემოვლითი გზის მშენებლობა, მონიტორინგის კონსულტაციის ჯგუფი, პროექტის მენეჯერის მოადგილე; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო დეპარტამენტი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). 

სადისერტაციო თემა - "ძველი ასფალტბეტონის ცივ მდგომარეობაში რეგენირებისა და გამოყენების ახალი ტექნოლოგია", დაიცვა 2006 წელს.

წუარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: