The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ ერგემლიძე

ომარ ერგემლიძე
Date of birth:17 May, 1935  (89 years)
Category:Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1960 წელს.

1961-1963წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვის სატყეო კომიტეტის საძიებო-საპროექტო ბიუროში ინჟინრად; 1963-1964წწ. იყო მოსკოვის სატყეო ინსტიტუტის ლაბორანტი; 1964-1973წწ. მოსკოვის სატყეო მეურნეობის საკავშირო საპროექტო ინსტიტუტში ჯგუფის ხელმძღვანელი; 1973-1975წწ. მუშაობდა გაერთიანებას "მშენდეტალებში" სხვადასხვა თანამდებობებზე; 1975-1978წწ. იყო ქ. თბილისის ავეჯის ინდდაკვეთის ფაბრიკის დირექტორი; 1978-1997წწ. სახელმწიფო მომარაგების კომიტეტში "საქქაღალდხეტყე" მომარაგებ-გასაღების სამმართველოს უფროსის მოადგილე; სააქციო საზოგადოება "კორომის" დირექტორ-განმკარგულებლი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი საკავშირო ჟურნალ "სატყეო მეურნეობაში". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.44


Share: