The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იან მინკევიჩი

იან მინკევიჩი
Other name:ივანე მინკევიჩი
Date of birth:14 April, 1826
Date of death:14 December, 1897  (at 71 years)
Category:Ethnologist, Medical Doctor, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ნეველი, ვიტებსკის ოლქი (რუსეთი).

დაიბადა პოლონელი ვაჭრის ოჯახში. 1843–1848 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, 1850 წელს იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1851–1853 წლებში იყო ნიკოლაი პიროგოვის თანაშემწე პეტერბურგის ჰოსპიტალში. ყირიმის ომის დროს, 1853-1856 წლებში იყო სევასტოპოლის ერთ-ერთი დროებითი სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი. 1856 წლიდან მსახურობდა კავკასიის არმიის მთავარ ქირურგად. 1884 წელს სახელმწიფო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სამუდამოდ დასახლდა თბილისში, სადაც ეწეოდა პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობას. იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი შვიდგზის პრეზიდენტი; თბილისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში კათოლიკური საქველმოქმედო საზოგადოების "Dobroszynność" ერთ-ერთი დამფუძნებელი. გამოქვეყნებული ჰქონდა ნაშრომები მედიცინის აქტუალური საკითხების, კავკასიის ხალხური მედიცინის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. პოლონური წარმოშობის რუსი ქირურგი, გარდაიცვალა თბილისში.

წყარო: საქართველოს ძეგლები: dzeglebi.ge; Памяти Ивана Ивановича Минкевича, доктора медицины. 1826-1897 г. : Некролог. - Тифлис, 1898. - Список тр. И.И. Минкевича (с. 6-9)

Bibliography


Share: