The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან კინწურაშვილი

მურმან კინწურაშვილი
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1988  (36 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 2009 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა 2012 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტურა 2015 წელს.

მუშაობდა საქართველოს ბიზნეს აკადემიაში SBA-რაოდენობრივი წიგნიერების პედაგოგად; ამჟამად მუშაობს ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის 46-ე საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგად. საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში BTU- მათემატიკის ასოცირებული პროფესორი. მათემატიკის დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰაარის ნულ–სიმრავლეთა წარმომქმნელებისა და მათი ზოგიერთი გამოყენების შესახებ", დაიცვა 2015 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: