Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამუკა მარგველაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1981 წელს. 1986–1995წწ. იყო რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის იმპლანტოლოგიური განყოფილების ორთოპედი; 1993–2004წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი (ორთოპედიულ სტომატოლოგიაში), 1995–1998წწ. სამკურნალო პროფილაქტიკური კომბინატის სტომატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1998–2002წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორი; 1998–2022წწ. სტომატოლოგიური კლინიკა "როიალ დენტის" კლინიკური დირექტორი. 1994 წელს დააარსა ინდივიდუალური საწარმო "ვლადიმერ მარგველაშვილის" სტომატოლოგიური კლინიკა; 2001 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიურ დეპარტამენტს. არის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი (2004), საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი სტომატოლოგიაში (2004). არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. არის პოლონეთის, თურქეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიების წევრი. არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი. სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის ორთოპედიული სტომატოლოგიური დახმარების საჭიროების განსაზღვრა და მისი ეფექტურობის გაუმჯობესების გზები", დაიცვა 1991 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კბილის მაგარი ქსოვილების სხვადასხვა ფორმის პათოლოგიური ცვეთის ორთოპედიული მკურნალობის კლინიკურ–ლაბორატორიული დასაბუთება", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია: gsa.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 528; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.528 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |