შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე გაბრიჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტთან არსებული თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს. 1995-1999წწ. - ნაძალადევის რაიონის სასამართლოში სპეციალისტი (თარჯიმანი); 1999-2005წწ. - გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2005-2006წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2006-2011წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2009 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე - მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მარნეულის რაიონულ სასამართლოში; 2009-2011წწ. - მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში; 2012-2013წწ. - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში; 2013-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლის ივლისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |