The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ბუღაძე

თენგიზ ბუღაძე
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1971
გარდაცვ. თარიღი:22 აპრილი, 1993  (21 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: სოფელი ჯალაურთა, საჩხერის რაიონი.
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯალაურთა, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის №18 პროფესიულ ელექტროტექნიკური სასწავლებელი.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაიწვიეს 1992 წლის 20 აგვისტოს, იბრძოდა გაგრაში, სოხუმში, ოჩამჩირეში, ტამიშთან. დაიღუპა ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს სოფელ კინდღთან. იგი "ქართველ შევარდენთა ლეგიონში" იბრძოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.97

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: