The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა ბუცხრიკიძე

მამუკა ბუცხრიკიძე
დაბადების თარიღი:1970
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1993  (23 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაჭარკა, გულრიფშის რაიონი.

სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარა გერმანიაში. დემობილიზაციის შემდეგ ჩააბარა რუსეთის ფედერაციის ქალაქ  ივანოვოს პედაგოგიურ ინსტიტუტში - გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტზე. მამუკა ბუცხრიკიძე აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 12 სექტემბრიდან ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში  შეიარაღების სამსახურის საწყობის უფროსად. იგი მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო  ოპერაციაში. პინათლად ასრულებდა მეთაურის საბრძოლო  დავალებებს და ბრძანებებს რისთვისაც გამოცხადებული  ჰქონდა სახელმწიფო მეთაურის, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მადლობა. 1993 წლის 16 მარტს ბატალიონის ქიმიური  ოცეულის პოზიციაზე სოფელ ქვემო ეშერასთან მტრის შემოტევის მოგერიების დროს იგი მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.97-99

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: