Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ გაბუნია![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1977 წელს. მუშაობდა "თბილზნიეპში", საპროექტო ინსტიტუტში "ტურისტპროექტი", "საქქალაქმშენსახპროექტი", არქიტექტურულ სტუდიაში "იერი". ამ პერიოდში შეიქმნა: ჟურნალისტების სახლი ერეკლეს მოედანზე (1980), უნივერსალური სპორტული კომპლექსი "მზიურში" (1981), სასტუმრო 800 ადგილზე ქ. ტაგანროგში (1981), სამხატვრო სახელოსნოების საგამოფენო დარბაზი (1982), სულხან-საბა ორბელიანის მემორიალი საქართველოს სამხედრო გზაზე (1982), მოდების სალონი "ირიდა" თბილისში (1985), უპოვარ ბავშვთა სოფელი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (1985). თ. გაბუნია აფხაზეთში ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ჩაება საბრძოლო ოპერაციებში, იყო სწრაფი რეაგირების ბატალიონის ასეულის მეთაური. 1992 წლის 26 ნოემბერს ოჩამჩირეში მიმავალს, გზაზე მის შესაპყრობად (როგორც მეთაურის) ჩასაფრებულ მტერს ტყვედ რომ არ ჩავარდნოდა, თავი საკუთარი ხელყუმბარით აიფეთქა. იყო მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი. მის ხსოვნას ეძღვნება მაია ბერიძის რომანი "მზეზე მონადირე" (თბილისი, გამომცემლობა ლომისი 1999). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.103-106 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |