The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი დანიბეგაშვილი

გიორგი დანიბეგაშვილი
Date of birth:31 May, 1986  (38 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2012 წელს.

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდგომ მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში. 2017 წელს მისი ნამუშევარი პრესტიჟული ფრანსუა შნაიდერის ფონდის მიერ კონკურსის "თანამედროვე ტალანტები" ფინალისტთა შორის შეირჩა. 2021 წელს გ. დანიბეგაშვილი ევროპის გამოყენებითი ხელოვნების პრიზის ფინალისტთა სიაში მოხვდა. 2023 წელს, აშშ-ში, მისი ნამუშევარი "შიშველი" Loewe Foundation Craft Prize - ის მეექვსე გამოცემაში ფინალისტთა შორის დასახელდა. 2024 წელს გ. დანიბეგაშვილი მიქელანჯელოს ფონდმა Homo Faber-ის საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია. ჰქონდა პერსონალური გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში (თბილისი), ჯგუფური გამოფენები თბილისში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე Handwerksmesse München (მიუნხენი), ისამუ ნოგუჩის მუზეუმი (აშშ), Fondazione Giorgio Cini (ვენეცია). მულტიდისციპლინარული ხელოვანი, ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში.

წყარო: გიორგი დანიბეგაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.


Share: