The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ელიეშვილი

ნინო ელიეშვილი
Date of birth:15 October, 1977  (47 years)
Category:Public official, Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური.

დაამთავრა თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1998 წელს; სულხან-საბას სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპარსული ენის ფაკულტეტი 2000 წელს; 1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2006 წელს - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2006 წლის ნოემბერში - მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

1998-1999წწ. - თბილისის იურიდიული ინსტიტუტის ლექტორი; 1998-2004წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის "იურიდიული კლინიკის" სამოქალაქო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2000-2002წწ. - სულხან-საბას სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მასწავლებელი; 2000-2005წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი; 2005 წელს - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი; 2006-2007წწ. - ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის თბილისის ადმინისტრატორ-ადვოკატი; 2007 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლის მაისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: