The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არსენა კალატოზიშვილი

არსენა კალატოზიშვილი
Date of birth:16 November, 1984  (40 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2006-2007წწ. სტაჟირება გაიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში; 2007-2008წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი; 2008 წელს ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა; 2010-2011წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2015 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

2007 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტი; 2007-2008წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი; 2008-2009წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს მოსამართლის თანაშემწე; 2009-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსი; 2011-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი; 2012-2013წწ. - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლის დეკემბრიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საჩხერის რაიონულ სასამართლოში; 2013 თებერვლიდან დაეკისრა საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება; 2013 წლის მარტიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლის თებერვლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: