Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან მარშავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გალი, აფხაზეთის ა/რ. დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტი 1973 წელს; ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1982 წელს. 1994–2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტატისტიკის კათედრის პროფესორი; 2006–2017წწ. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტატისტიკის კათედრის პროფესორი; 2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსია. არის სარედაქციო კოლეგიების წევრი ჟურნალებისა – "ეკონომიკა", "საქართველოს ეკონომიკა", "ბიზნესი და მენეჯმენტი", "ეკონომიკა და ბიზნესი". არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, რომლებიც ეხება საბაზრო ეკონომიკისა და ეკონომიკურ-სტატისტიკის საკითხების კვლევას. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1996). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები: aaf.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.561 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |