The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ გაგუა

ოთარ გაგუა
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1954
გარდაცვ. თარიღი:21 სექტემბერი, 1993  (38 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

მუშაობდა თბილისის ელექტროქურების გაშვება-გამართვისა და კაპიტალური შეკეთების სამმართველოში უბნის უფროსად. იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაირიცხა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ბატალიონში (მეორე საარმიო კორპუსის ცალკეული ქიმიური დაცვის ბატალიონი). იყო მეთაურის მოვალეობის შემსრულებლი. 1993 წლის 21 სექტემბერს სოხუმში სოფელ ბირცხაზე შემოტევის დროს მოხვდა ალყაში, ტყვედ ჩავარდნას ოთარ გაგუამ სიკვდილი არჩია და მოახლოებულ მტერს გახსნილი ყუმბარით დახვდა. დაკრძალული იყო სოხუმში, კურჩენკოს პარკში. 2022 წლის 7 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დაღუპული 3 სამოქალაქო პირის - გიორგი ჯოხაძის, ოთარ თუთისანის, იური მაჭარაშვილის და 8 მებრძოლის  ოთარ გაგუას, რევაზ კვარაცხელიას, ვახტანგ ხოჯანაშვილის, ბიძინა უშხვანის, ზვიადი უშხვანის, ბორის ბერულავას, ფრიდონ (სპირიდონ) თირქიას, და ხვიჩა დეკანოსიძის ნეშტები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.104; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: