The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ლომთაძე

ალექსანდრე ლომთაძე
დაბადების თარიღი:1918
გარდაცვ. თარიღი:1975  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხვანჭკარა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სატყეო ტექნიკუმი 1932 წელს.

მუშაობა დაიწყო სატყეო მეურნეობის სისტემაში, ჯერ წაღვერის სატყეო მეურნეობაში ტექნიკოსის თანამდებობაზე; შემდეგ გადაიყვანეს ამბროლაურის სატყეო მეურნეობაში უბნის მეტყევედ; 1935 წლიდან მუშაობდა ხაშურის სატყეო მეურნეობაში; 1937-1942წწ. ბორჯომის სატყეო მეურნეობაში ლიკანის რაი-მეტყევედ; 1943-1945წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. ომის დამთავრების შემდეგ მუშაობა განაგრძო რაიმეტყევედ ბორჯომის რაიონის ბანისხევის უბანში; 1955 წელს გადაყვანილ იქნა ბორჯომის სატყეო მეურნეობის ტყის დაცვის ინჟინრად, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა. იგი იყო საქმისადმი თავდადებული და ღვაწლმოსილი მეტყევე.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.60


გააზიარე: