შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ გამახარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოტობაია, გალის რაიონი. 1979-1981 წლებში სამხედრო-სავალდებულო სამსახური ავღანეთში მოიხადა. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება. პარალელურად მუშაობდა სააქციო საზოგადოება "სოხუმელსაწყოში", როგორც ავღანელთა კავშირის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავჯდომარე, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ომარ გამახარია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირველ ასეულში მეთაურად. დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ ეშერასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.107-108 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |