Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მაღალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ჩრდილო კავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგია, ძებნა-ძიების სპეციალობით 1954 წელს. 1967 წლმდე მუშაობდა ფერადი ლითონების გეოლოგიურ-საძიებო ჩრდილო კავკასიის ტრესტში, "საქნახშირმადნეულში"; საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოში იყო გეოლოგიური პარტიების გეოლოგი, უფროსი გეოლოგი; 1967–1972წწ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში – არამადნეული წიაღისეულის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1972 წლიდან – მყარი წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილების გამგე. იყო რუსულ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ცეოლითების ასოციაციის თავმჯდომრის მოადგილე და საწარმოო ძალების შემსწავლელი კომისიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. არის სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების, გამოგონებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (2002). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 583 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |