The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემზარ გელანტია

ემზარ გელანტია
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1966
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 1993  (26 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ოჩამჩირე
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქ. ველიკოლუკის (რუსეთი) ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ზოოსაინჟინრო ფაკულტეტზე.

სამხედრო-სავალდებულო სამსახური სატანკო დივიზიონში გაიარა. ლეიტენანტი ემზარ გალანტია 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში, მოგვიანებით კი მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში. ემზარ  გელანტია იყო ტანკის ეკიპაჟის მეთაური. (სოფელ  ტამიშთან, უმძიმეს  ვითარებაში ემზარ გელანტიამ მოახერხა ბრძოლის ველიდან ჭაბუა ამირეჯიბის შვილის, ირაკლი ამირეჯიბის ცხედრის გადმოსვენება). იგი მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონის სოფლებში (ტამიში, მერკულა, ლაბრა, ბესლახუბა, ფოქვეში, ოხურეი, ილორი) ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში. დაიღუპა 1993 წლის 25 თებერვალს, მე-2 საარმიო კორპუსისა და 24-ე ბატალიონის მიერ ქ. ტყვარჩელის მიმართულებით დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დროს სოფელ ბესლახუბასთან. ოჩამჩირის  რაიონის გამგეობის  განკარგულებით, ემზარ გალანტიას ხსოვნის უკვდავსაყოფად ოჩამჩირეში ერთ-ერთ ქუჩას ("შკოლნაიას")  ემზარ გელანტიას სახელი ეწოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.119; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: