Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია კვირიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2005 წელს; 2009 წელს იყო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური სასწავლო სესიის - "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შედარებით სამართალში" მონაწილე; 2010 წელს გაიარა სპეციალურ კურსი ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯში, თემაზე "ევროკავშირის სამართალი"; 2010 წელს სწავლობდა ბერლინში, ჰერტის მმართველობის სკოლაში; 2011 წელს სწავლობდა ვენეციის ადამიანის უფლებათა სკოლაში სპეციალური კურსზე "რელიგიის თავისუფლება და რელიგიური უმცირესობების უფლებები"; 2012–2013წწ. სწავლობდა ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე "კანონის უზენაესობა განვითარებისთვის" და მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის წოდება; 2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2007-2008წწ. - თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-გამომძიებელი; 2008-2009წწ. - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2009-2011წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორი; 2011-2016წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი; 2015 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; 2018-2024წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე; 2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2024 წლის ივლისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |