Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქართლოს მანველიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯალაბაშვილი, ქედის რაიონი. დაამთავრა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმი 1948 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მეტყევე-ინჟინრის სპეციალობით 1955 წელს; ასპირანტურა 1980 წელს. 1948-1950წწ. მუშაობდა ქედა-ცხმორისის სატყეო უბნის ტექნიკოსად; 1955-1964წწ. ქედის სატყეო მეურნეობის ინჟინრად; 1964-1966წწ. ქ. ბათუმის გამწვანების ტრესტში, ბათუმის მთის ტყე-პარკის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1966-1980წწ. მუშაობდა თბილისის სამთო-მეტყევეობის ინსტიტუტში, ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერის თანამდებობაზე; 1980-2004წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო კომიტეტში, ტყის მეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1981 წლიდან იყო აჭარის აგროსატყეო მეურნეობების სამმართველოს უფროსი. გამოქვეყნებული აქვს 27 სამეცნიერო ნაშრომი, 45 საჟურნალგაზეთო სტატია; გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებზე მრავალჯერ მონაწილეობდა სატელევიზიო გამოსვლებში. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.68
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |