The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ რიონი

თენგიზ რიონი
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1967  (57 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რიონი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი (პედ. მერაბ ბერძენიშვილი) 1994 წელს, სადიპლომო ნამუშევარი "გაზაფხული".

1994 წლიდან ეწყობა მხატვრის პერსონალური გამოფენები: "ცისფერი გალერეა" (1994, თბილისი), გრანდ მარშე (ბრიუსელი, 1995), 1998 წელს საქართველოს საელჩოს დახმარებით გამოფენა მოეწყო გერმანიაში: რემაგენი, ბონი; გალერეა ინტერმეცო (ერფურტი, 1999), 2000 წლიდან მხატვარი მკვიდრდება ბერლინში და აგრძელებს გამოფენების ციკლს: იუდიშე გალერეა (ბერლინი, 2000), არტ ევროპა (ჟენევა, 2001), იუდიშე გალერეა (ბერლინი, 2002), კუნსთ ევენთი (როტერდამი, 2004), არტ ვილა (კოპენჰაგენი, 2006), არტ მეტცი (მეტცი, 2006), იუდიშე გალერეა (ბერლინი, 2007), გალერეა ფრიდმან ჰანი (ბერლინი, 2008, 2009, 2010, 2011, 2014, 2017), ლინე არტ (გენტი, 2008), არტ პოზიციონი (ფრიბურგი, შვეიცარია, 2012), არტ ინტერნაციონალი (ციურიხი, 2013), არტ პოზიციონი (ფრიბურგი, შვეიცარია 2015), ქუნსთ ევენთი (როტერდამი, 2019), გალერეა ფლექსუსი (მონრო, შვეიცარია, 2020), გალერეა პლექსუსი (მონტრო, შვეიცარია, 2023); თენგის რიონის ხელოვნება შთამბეჭდავია თანამედროვე რეალიზმისა და აბსტრაქტული ელემენტების ჰარმონიული კომბინაციით; მისი ექსპრესიული პორტრეტები, შთაგონებულია პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებით, გვიჩვენებს ჩანაფიქრს ქალებისა და ბავშვების სულებზე; შთამბეჭდავია ნამუშევრების ფილოსოფიური სიღრმე, რომელიც ემოციურად იზიდავს და ხიბლავს მაყურებელს. რიონი არის მისი ფსევდო გვარი, რომელიც უკავშირდება მისივე სოფლის და მდინარის დასახელებას.

წყარო: კლაუდია ზიმერმანის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.


გააზიარე: