შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ მესხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი მეტყევე-ინჟინრის სპეციალობით 1964 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ეკონომისტის სპეციალობით 1988 წელს. 1965-1981წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტად; 1981-1982წწ. თეთრიწყაროს რაიონის აგრო-სამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარედ; 1997-2004წწ. იყო საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი; 2004-2006წწ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის უფროსი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.71 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |