შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ მაჩაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი თონეთი, თეთრიწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის საბუღალტრო ტექნიკუმი 1948 წელს; სოფელ საგურამოს კოლმეურნეობის თავმჯდომარეობის სკოლა 1956 წელს; სწავლობდა დაუსწრებლად საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1942 წლიდან სამამულო ომის პერიოდში იყო სოფლის კოლმეურნეობის მეცხოველეობის მწყემსი; 1950-1953წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში; 1958-1962წწ. იყო მანგლისის ზონის გაერთიანებული საბჭოთა მეურნეობის დირექტორის მოადგილე; 1962-1966წწ. მანგლისის სატყეოს უფროსი; 1966-1969წწ. დმანისის რაიონის სატყეო მეურნეობის დირექტორი; 1969-1973წწ. თეთრიწყაროს სატყეო მეურნეობის დირექტორი; 1973-1975წწ. მუშაობდა სატყეო მეურნეობის სამინიტროში უფროს ინჟინრად; 1975-1978წწ. იყო გორის საცდელ-საჩვენებელი მეურნეობის დირექტორი; 1978-1984წწ. მუშაობდა სატყეო ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი მეურნეობის მთავარ მეტყევედ, ამავდროულდ სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას. 1984 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოზე გამწვანების განხრით. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.72
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |