The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ობოლაძე

რევაზ ობოლაძე
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცუცხვათი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტი 1960 წელს; ასპირანტურა 1965 წელს. 

მუშაობა დაიწყო საქართველოს სატყეო და ქაღალდის მრეწველობის სამმართველოს საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინრის თანამდებობაზე; 1961 წელს გადაყვანილ იქნა ინჟინერ-ნორმადარად თბილისის საავეჯო კომბინატში; 1966 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1965-1968წწ. მუშაობდა სატყეო მეურნეობის სისტემაში: საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს შრომის ნორმატიულ-კვლევითი ლაბორატორიის გამგედ, სპეციალური საპროექტო-საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური ბიუროს ჯგუფის უფროსად, საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზგიპროლესტრანსის" საქართველოს ფილიალში ტყის სანედლეულო ბაზების ათვისების და ხე-ტყის გადამამუშავებელ საწარმოთა დაპროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების უფროს ინჟინერ-ეკონომისტად; 1968-1973წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ტყის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1990წწ. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ეკონომიკური ანალიზისა და ფასწარმოქმნის ლაბორატორიის, ეკონომიკური კვლევის ცენტრალური სამეცნიერო-საწარმოო ლაბორატორიის უფროსად; 1991-2000წწ. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სატყეო მეურნეობის ეკონომიკის ინფორმატიკის დარგობრივ ლაბორატორიას, ეკონომიკური ანალიზის და სტრატეგიული დაგეგმვის ლაბორატორიას; 1994 წელს დააფუძნა თბილისის კვების მრეწველობის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტი; 1965-1980წწ. კითხულობდა ლექციების კურსს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 2008 წელს დააფუძნა დარგობრივი პერიოდული გამოცემა ჟურნალი "სატყეო მოამბე". გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი შრომა ტყის მეურნეობის და სატყეო მრეწველობის ეკონომიკის და მართვის საკითხებზე.  

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.77

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კვების მრეწველობის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2003-)

გააზიარე: