The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ოქროსცვარიძე

თენგიზ ოქროსცვარიძე
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:25 სექტემბერი, 2024  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ.თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1961 წელს.

1961 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმოში "ტყეპროექტში" ინჟინერ-ტაქსატორად; 1966 წელს სამთო მეტყვეობის ინსტიტუტში უმცროს მეუნიერ-მუშაკად; 1980 წელს ამავე ინსტიტუტის უფროს მეცნიერ მუშაკად; 1993 წელს შეთავსებით მუშაობდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგ-ექსპერტად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. მისი სამეცნიერო მუშაობის სტაჟი 40 წელს შეადგენს. გამოქვეყნებული აქვს 32 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 2 მონოგრაფია. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ინსტიტუტის თემების დამუშავებაში და საკავშირო კონფერენციებში: კრასნოიარსკში (1982), ლენინგრადში (1985-1986), გორკში (1985), ტაშკენტში (1986), სოჩაში (1986), ალმა-ატაში (1988), მონჩეგორსკში (1988). 

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.79

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: