The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ გიგლემიანი

ნოდარ გიგლემიანი
Date of birth:23 March, 1958
Date of death:30 September, 1992  (at 34 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაამთავრა ოხურეის საშუალო სკოლა, მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების დღიდანვე, ნოდარ გიგლემიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში. ნოდარ გიგლემიანი მონაწილეობდა  ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან, მერკულასთან და ბესლახუბასთან გამართულ საბრძოლო ოპერაციებში. დაიღუპა 1992 წლის 30 სექტემბერს ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.129


Share: