The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე მაყაშვილი

ივანე მაყაშვილი
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1848
გარდაცვ. თარიღი:1921  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი
კატეგორია:მწერალი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

1872 წლიდან მსახურობდა ჯარში ოფიცრად. 1877–1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის, 1904–1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომების მონაწილე. პრაპორშჩიკის ჩინით ხელმძღვანელობდა გურიის ქვეითი რაზმის ასეულს. 1901–1907წწ. მსახურობდა 65-ე სარეზერვო საარტილერიო ბრიგადაში. 1904 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1907 წელს დაინიშნა გროზნოს 253-ე სარეზერვო ბატალიონის, ხოლო შემდგომ ახულგოს 250-ე სარეზერვო ბატალიონის მეთაურად. როგორც სამხედრო მწერალი, ავტორია წიგნებისა სამხედრო ისტორიის შესახებ. 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. იქვე გარდაიცვალა. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1907). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 593-594

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1906 - ოქროს იარაღი
    მამაცობისთვის
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებით და მშვილდით)
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებით და მშვილდით )
  • წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: