შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ მაყაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი. 1873 წლიდან მსახურობდა 156-ე ელიზავეტპოლის ქვეით პოლკში; 1877–1878წწ. იყო რუსეთ-ოსმალეთის, 1904–1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომების მონაწილე; 1892 წლიდან იყო დიდი მთავრის, თავად სერგეი მიხეილის ძის 153-ე ბაქოს ქვეითი პოლკის კაპიტანი; 1899 წლიდან მალოიაროსლავის 116-ე ქვეითი პოლკის, შემდეგ 113-ე სტარორუსული ქვეითი პოლკის პოდპოლკოვნიკი; 1904 წლიდან მე-3 ბატალიონის, ციმბირის 34-ე მსროლელი პოლკის მეთაური; 1905 წლიდან პოლკოვნიკი. 1913 წლიდან თადარიგშია. 1916 წლიდან მუშაობდა კავკასიის სამხედერო ოლქის სამხედრო მიმოსვლათა სამმართველოს სატრანსპორტო-საეტაპო განყოფილებაში. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1913). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ბრინჯაოს მედალი 1877-1878 წლებიწ ომში მონაწილეობისთვის, იმპერატორ ალექსანდრე III-ის ვერცხლის მედალი, "თეთრი გიორგი"-ს ჯვრის კავალერი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 595 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |