Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოჩა გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო სიმონეთი, თერჯოლის რაიონი. კონსტანტინე ლესელიძის სახელობის სპეციალიზებულ სამხედრო სასწავლებელის დამთავრების შემდეგ სიმფეროპოლის უმაღლეს პოლიტიკურ სასწავლებელში განაგრძო სწავლა. სამი წელი მუშაობდა ქუთაისის სარემონტო საამშენებლო სამმართველოში მუშად. დაუსწრებლად განაგრძო სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე. იყო დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში მეცნიერ-მუშაკი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს მოხალისედ წავიდა, დაინიშნა ტყიბულის სწრაფი რეაგირების მე-17 ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილედ. ერთ-ერთი შეტაკების დროს, 1993 წლის 3 ივლისს მძიმედ დაიჭრა, შემდეგ დაინიშნა თერჯოლის სწრაფი რეაგირების ბატალიონის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ზურგში, საბრძოლო მასალებით ამარაგებდა მებრძოლებს. დაიღუპა 1993 წლის 22 აგვისტოს იარაღის საწყობის აფეთქების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.131
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |